dakaruli jiSebi - Wipakuri

 

ჭიპაკური - (ინგ. Tchipakuri) (რუს. )

სინონიმი: უცნობია. წარმოშობა: აჭარა.

ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოწითალო-მომწვანოა, შებუსულიასქელი მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ახალგაზრდა ფოთლები ორივე მხარიდან შებუსულიასქელი აბლაბუდისე­ბრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა.

ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, სამ-, ხუთნაკვთიანია, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, თანასწორგვერდიანი მახვილი ფუძით, ზოგჯერ დახურულია, განიერ-ელიფსური ფორმის. კბილები სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით, ან ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე საკმაოდ სქლად არის შებუსული ნაცრისფერი ჯაგრისებურ-აბლაბუდისებრი ბუსუსით.

ყვავილი: ორსქესიანი.

მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა - 133,0 გ.

მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი უფერულია. უმეტესად ორწიპწიანია.

ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,6 %, მჟავიანობა 9,9 გ/ლ.

მოსავლიანობა: 6,5-7,0 ტ/ჰა.

სამეურნეო მიმართულება: საღვინე.

ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა.

დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება ჭრაქით.

დღევანდელი მდგომარეობა:  დაკარგული ჯიში.

წყარო: რამიშვილი მ.

ავტორი: ირმა მდინარაძე.